მტკვრის დონის მომატების გამო ასპინძის გამგეობამ სამაშველო სამსახურების მობილიზაცია გამოაცხადა

მტკვრის დონის 30 სანტიმეტრით მომატების გამო ასპინძის გამგეობამ საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზაცია გამოაცხადა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულია პირადად ვითარებას და შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს.

მურღულიას მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მდინარის დონე დაშვებულ ნიშანსაც არ აღწევს. რაც შეეხება ასპინძის გამგებელს, ლევან ცაბაძე ირწმუნება, რომ მობილიზაცია 3 დღის წინ გარემოს სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოაცხადეს. თავის დაზღვევის მიზნით თურქულ მხარესთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან წყალს 2 დღის მანძილზე არ გამოუშვებენ.

banner
წინა სტატიაში„საქართველო აშშ-ის დიდი მოკავშირე და მეგობარია“-ჯეიმს ტოუნსენდი
შემდეგი სტატიაიემენის აეროპორტში მანქანა აფეთქდა, სადაც ბომბი იდო