მთიანი ყარაბაღი – ომი თუ მშვიდობა?

თუ კარგად გავაანალიზებთ ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანული და სომხური წყაროების მიერ დადასტურებულ ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზის მთელს პერიმეტრზე მომხდარ პროვოკაციებს, თითქმის ყოველდღიურად, დიდძალი საბრძოლო ტექნიკა და ადამიანთა სიცოცხლე ეწირება, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ კავკასიაში ფართოსშტაბიანი ომი რეალურ საფრთხედ იკვეთება.

ამ საფრთხის შესახებ, ცოტა ხნის უკან, კონფლიქტზე მომუშავე საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მოხსენებაშიც იყო საუბარი…

,,კონფლიქტის მოგვარების პროცესი შეფერხებულია და მხარეები მზად არიან კონფრონტაციისთვის. ეს დაძაბულობა კი შესაძლებელია უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც მოსახლეობის სამოქალაქო ნაწილში მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს და შესაძლებელია რეგიონალური სახელმწიფოების ჩარევაც გამოიწვიოს,, ნათქვამია საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის  მოხსენებაში.

რაც შეეხება კონფლიქტის ესკალაციის წინაპირობებს… ორივე მხარე  დიდი ხანია ომისთვის ემზადება და იარაღს ყიდულბს. სომხებს ,,სკატის,,ტიპის ბალესტიკური რაკეტები გააჩნიათ და არც თუ ისე დიდი ხნის უკან, რუსეთმა ,,ისკანდერებიც,, მიაწოდა, რომელთაც ბაქომდე ჩაღწევა შეუძლიათ. აზერბაიჯანმა ისრაელის დახმარებით, რუსეთიდან შეძენილი ტანკების, ზალპური ცეცხლის დანადგარებისა და ,,სოლნცეპეკის,, სისტემის მძიმე ცეცხლმტყორცნების  მოდერნიზება შესძლო. აზერბაიჯანის განკარგულებაშია ისრაელის 120 კმ. რადიუსის მქონე მაღალი სიზუსტის რაკეტები და ისრაელის უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც რუსულ ანალოგებს აღემატებიან და ,,სპაიკის,, ტიპის რაკეტებით არიან აღჭურვილნი.  ამას გარდა, აზერბაიჯანი თავდაცვაზე რამდენიმეჯერ მეტს ხარჯავს – ვიდრე სომხეთი, რომელიც რუსულ იარაღს ძირითადად კრედიტით ყიდულობს. აზერბაიჯანი, რომელიც მუდმივად ატარებს ერთობლივ წვრთნებს თურქ და ქართველ სამხედროებთან, შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში უფრო უკეთესადაა მომზადებული… თუმცა, თავად მთიანი ყარაბახის გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი, სომხეთთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაშიც კი, იქედან სომხური ძალების განსადევნად გაცილებით მეტ უპირატესობას მოითხოვს, რაც გასული წლის აპრილში მომხადრმა ექსკალაციამაც დაადასტურა. ასე, რომ კონფლიქტურ რეგიონში ძალთა ბალანსი ასე თუ ისე შენარჩუნებულია და ომის შემთხვევაში ორივე დაპირისპირებულმა მხარემ შესაძლებელია უდიდესი დანაკარგები განიცადოს.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ისე გადერთვნენ თავიანთ შეიარაღების გაძლეიერებაში, რომ მოლაპარეკების პროცესი ჩიხშია შესული და არ ჩანს არანაირი კომპრომისი.

სომეხი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ,,ექსკალაცია კონფლიქტის ზონაში აზებაიჯანის ინტერესებში შედის, რამე თუ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის შესახებ ყველანი ,,დაივიწყებენ,, და სტატუს-კვო დიდი ხნით შენარჩუნდება,,

თავის მხრივ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთი უკვე ათწლეულებია არ მიდის არანაირ დათმობაზე. სტატუს-კვოს შენარჩუნებით კი -აზერბაიჯანს არ შეუძლია დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და მოახდინოს საკუთარი სუვერენიტეტის რეალიზაცია. ,,სომხეთისთვის მომგებიანია სტატუს-კვოს შენარჩუნება და ის ყველა ხერხით ებღაუჭება ამას,, აცხადებენ აზერბაიჯანში.

,,ომის შემთხვევაში რუსეთი დაეხმარება სომხეთს… თუმცა ძალიან მოზომილად,, აცხადებენ ის რუსი ექსპერტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ომი ყარაბახში და კიდევ ერთი კავკასიური ქვეყნის, აზერბაიჯანის გადამტერება არც მოსკოვს აწყობს. სინამდვილეში რუსეთიც, როგორც კონფლიქტის მხარეთა შორის მთავარი შუამავალი, საბოლო ჯამში თანახმაა სტატუს-კვოს შენარჩუნებით, რადგან ამით კავკასიაში მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მომგებიან სიტუაციაში რჩება და თავადაც ზედმეტ პრობლემებს აიცილებს აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, რუსეთი დრო და დრო კონფლიქტის მოგვარების გარკვეულ ვარიანტებსაც სთავაზობს მხარეებს. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტს ,,კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების გეგმას,, რომელიც მთიანი ყარაბახის ირგვლივ სომხების მიერ კონტროლირებადი აზერბაიჯანული რაიონების განთავისუფლებას ისახავდა მიზნად,, ცოტა ხნის უკან, რეგიონში აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – თურქეთმაც დაუჭირა მხარი. თუმცა ამ გეგმის განხორციელების დასაწყებად რეალური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამ კონფლიქტის მთავარ მშვიდობისმყოფელად მოაჩვენოს თავი, მაგრამ დაპირისპირებულ ქვეყნებისთვის – ის თავად არის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი.

ყარაბაღის პრობლემას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ წლებია ამ პრობლემით სერიოზულად არ დაინტერესებულა მსოფლიო თანამეგობრობა და ის, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს მიღმა რჩება. მხოლოდ ეუთო-ს  ,,მინსკის ჯგუფის,, ძალისხმევა, რომელიც ამ კონფლიქტის მოგვარებაზე 1992 წლიდან  მუშაობს, ამ დროისთვის არაეფექტურად გამოიყურება. სამწუხაროდ ყარაბახის პრობლემას ამ დროისთვის ისეთი პირი უჩანს,  რომ კონფლიქტი მხოლოდ მასშტაბური ომში გადაზრდით  შესძლებს საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ყურადღება მოიპოვოს და მხარეებს რეალური კომპრომისისკენ უბიძგოს.

სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის გამო ,,შენელებული მოქმედების ნაღმზე ზის,, , ყველა ადამიანს აწუხებს ერთი კითხვა – იქნება თუ არა ომი?  ამ კითხვას სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები და ანალიტიკოსები სხვადასხვაგვარად პასუხობენ.  ,,მიუხედავად იმისა, რომ ომი არავის უნდა, ის მაინც მოხდება,, ასეთია უმრავლესობის აზრი.

კახაბერ ადამია

 

 

 

banner
წინა სტატიაშიეს გატაცებაც ზურაბ წერეთელისთვის ერთი მზესუმზირას გაკნატუნება ან უნიჭო ფუნჯის მოსმაა და მეტი არაფერი
შემდეგი სტატიაპენტაგონი მოსკოვს ქაოსის დათესვაში ადანაშაულებს