“მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს “

news
: news თებერვალი 1, 2016 14:21

“მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს “

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩევს, დაინტერესდნენ იმ საკითხით, თუ რა თემებზე გამახვილდება ყურადღება და არა იმით, თუ ვინ დაესწრება ან არ დაესწრება გამოსვლას. ამის შესახებ ქუცნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
“ნეტავ როდის ვეღირსები იმ დღეს, როცა ჟურნალისტები დასვამენ ასეთ შეკითხვას: რა თემაზე გაიმართება პრეზიდენტის გამოსვლა, რა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება პრეზიდენტის გამოსვლა და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის გარშემო. მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა. დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს. მოვისმენ, გირჩევთ რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე, ვინ დაესწრება და ვინ არა, არამედ რას მოვისმენთ, რის გარშემო იქნება ის მთავარი, რაზეც გაიმართება დიალოგი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის საკითხზე კომენტირებისას.

news
: news თებერვალი 1, 2016 14:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics