მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტის 125 დეპუტატი ესწრება

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტის 125 დეპუტატი ესწრება. ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატებსა და დეპუტატების პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. ირაკლი კობახიძე მათ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს აცნობს.
სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
რიგგარეშე სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია დეპუტატების სიტყვით გამოსვლებიც. ამის შემდეგ, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან. პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ლარის კურსი არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების
შემდეგი სტატიაავღანეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა და ავღანეთში მიიწვია