მთავრობის სხდომაზე კომპანია „გაზპრომის“ წინადადებაზე იმსჯელებენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიერ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ გამართული მოლაპარაკების შედეგებზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ პრემიერმა 2017 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მინსკიდან დაბრუნდა, სადაც „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებები გაიმართა და დღეს, მთავრობის სხდომაზე იმ წინადადებებს განვიხილავთ, რომლის მიღწევაც ამ მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. მთავრობის სხდომის შემდეგ, კახა კალაძე განმარტებებს გააკეთებს იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობის სხდომა ამ საკითხთან მიმართებაში მიიღებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ კომპანია „გაზპრომისგან“ საინტერესო წინადადება მიიღო.

როგორც კალაძემ მინსკიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, „გაზპრომისგან“ სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10%-ის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას შეხეებოდა.

კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გუშინ, მინსკში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება – პრემიერი
შემდეგი სტატია„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ“ – აცხადებს კვირიკაშვილი და საკითხის გარკვევას შს მინისტრს თხოვს