მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს

მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან. კანცელარიაში, თითქმის, ერთი საათია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ჟურნალისტებმა კომენტარების ჩაწერა ვერ შეძლეს, რადგან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებისთვის რამდენიმე კვირაა ახალი წესებია დამკვიდრებული და მედიის წარმომადგენლები სხვა სართულზე იმყოფებიან.

ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები დაურიგდათ. მინისტრთა კაბინეტის წევრები 38 საკითხზე იმსჯელებენ.

დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებით არის წარმოდგენილი იუსტიციის მინისტრი. ყველააზე მეტი საკითხით კი ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია, წარმოდგენილი.

მთავრობის სხდომას თბილისის მერი, დავით ნარმანიაც, ესწრება.

banner
წინა სტატიაშიჭორები უარყოფილია! დიკაპრიო პუტინის როლს არ შეასრულებს!
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს