მთავრობის განკარგულებით, დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა.

ბაქრაძისთვის პერსონალური დაცვის დანიშვნის შესახებ მთავრობამ №2747 განკარგულება გამოსცა, რომელიც გასული წლის 30 დეკემბრითაა დათარიღებული.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს, დავით ბაქრაძეს დაენიშნოს პერსონალური დაცვა 2017 წლის პირველ დეკემბრამდე;

პერსონალური დაცვის ღონისძიებები უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა; ამ განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 18 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე”, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მერკელის ოპონენტი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იქნება
შემდეგი სტატია“საქართველომ ჭამა სირცხვილი”- ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნაზე საუბრობს