მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია 24 საათიან რეჟიმში გვაქვს- ბესელია

დეპუტატები ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან დევალვაციის შესაჩერებლად კონკრეტულ ციფრებში ასახულ პროგნოზებსა და დეტალურ გეგმას ითხოვენ.

ეკონომიკური გუნდის პარლამეტში დაბარების მოთხოვნას უმცირესობა დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან მათ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის პარლამენტში დაბარების აუცილებლობა არ არსებობს.

„მთავრობასთან არის სხვადასხვა ფორმატი გახსნილი, რომელიც ეხება სწორედ მიმდინარე თემებს, ეს ეხება, როგორც ეკონომიკურ საკითხებს, ასევე ლარის თემასთან თემებს, ყოველდღიური კომუნიკაციის ფორმატია. ეს არის მუდმივი დიალოგი მთავრობასთან იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია და შესაბამისად ვიცოდეთ კონკრეტული ღონისძიებები რაც არის დაგეგმილი. ასე რომ ოპოზიციის დღის წესრიგთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით მათი დღის წესრიგი როგორ დალაგდება, რაც შეეხება კომუნიკაციას, დიალოგს, მუდმივ გაცვლას ინფორმაციების, ჩვენს ეს ფორმატი გვაქვს თითქმის 24 საათიან რეჟიმში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„10 პუნქტიანი გეგმა არ არის ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული”- ექსპერტი გიორგი პაპავა
შემდეგი სტატია“6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო”- რჩეულიშვილმა სასამართლოს მიმართა