მთავრობის დამოკიდებულება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფთან დაკავშირებით არის მცდარი – აცხადებს რომან გოცირიძე

ექსპერტი რომან გოცირიძე ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფთან დაკავშირებულ თემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
,,მთავრობის დამოკიდებულება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფთან დაკავშირებით არის მცდარი და იგი გამოიწვევს სისტემის პარალიზებას. ზარალის ანაზღაურება მხოლოდ თბილისის გაზის სექტორში უკვე ხდება ბიუჯეტიდან თვეში 15 მილიონი ლარის ოდენობით. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
დაუშვებელია მარეგულებრების და კერძო ბიზნესის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, რაც ხდება მთავრობის მხრიდან.
სპორტსმენმა კალაძემ უფრო ჯანსაღი და სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინა, ვიდრე დიპლომირებულმა და ” ხარისხიანმა” ეკონომისტებმა მთავრობაში.
ტარიფის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ყველაზე ნაკლებად იყო ენერგეტიკის მინისტრის კომპეტენციაში.
პოლიტიკური მოტივებით რკონომიკის მართვა დარგსაც დააზიანებს და საბოლოოდ კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური შედეგით მთავრდება,, აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიბაგების სტუდქალაქი იწვის
შემდეგი სტატიაერევანში პუტინი და ოლანდი ხვდებიან…