მთავრობის ახალ შემადგენლობას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა მთავრობის ახალ შემადგნლობას მხარი დაუჭირეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა – 10 ხმით, 1-ის წინააღმდეგ; საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 11 ხმით, 3 წინააღმდეგ.
აღნიშნული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტობის, შს, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიმღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს
შემდეგი სტატია“საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთანაც, ირაკლი სესიაშვილთანაც”- ინაშვილი კვოტირებაზე შეთანხმებას უარყოფს