მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება ხდება

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება ხდება. წყლის ჭავლის მანქანა ამ დროისთვის სუს-ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში არის მობილიზებული, რომელიც რამდენიმე ათეული მეტრით არის პარლამენტიდან დაშორებული.

ამ დროისთვის პარლამენტის ეზოშია მობილიზებული შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

პარლამენტთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მოიყვანეს.

პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება… ნუ შეგეშინდებათ მათი! მათი აღსასრული ძალიან ახლოა”
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი – კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება