მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 10:58

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. თადუმაძე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა თადუმაძე დაახასიათა როგორც წესიერებით გამორჩეული კადრი და წარმატება უსურვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობაში.

„მინდა სხდომა დავიწყო მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის წარდგენით, რომელსაც ყველა კარგად იცნობოთ. ეს გახლავთ შალვა თადუმაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას და ძალიან კარგად უძღვებოდა ამ მოვალეობას. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება მოხდეს აბსოლუტურად სწორად და მთელი ამ ხნის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ შალვამ ძალიან მნიშვნელოვნად და კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო ძალიან საიმედო დასაყრდენი მთავრობის და არის დღესაც, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ასევე ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს.
მე მინდა შალვას ვუსურვო წარმატებები, დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. შალვა, რომ გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი ამ შენობაში შემობრძანებაო, არ ვიქნები მართალი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ახალ პოსტზე. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

მანამდე საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავდებდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.
მან მინისტრი ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 10:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics