მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველებს ადმინისტრაციის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
არსებული ინფორმაციით, აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ” მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 14:00 საათზე უნდა გაიმართოს, პოლიციის მობილიზებაც სავარაუდოდ დაანონსებულ აქციას უკავშირდება
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.

banner
წინა სტატიაშიგაფიცულ მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ