მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრას პრემიერი ხელმძღვანელობს. განიხილება უსაფრთხოების საკითხები. სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრთა მხრიდან კომენტარები არ გაკეთებულა.

საბჭო ამ წუთებში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რამდენადაც ცნობილია, სხდომას გახსნის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც განცხადებას გააკეთებს. თუმცა, ამ განცხადებას პირადი ოპერატორები გადაიღებენ და მედიაში მათი საშუალებით გავრცელდება.

წინასწარ არსებული ინფორმაციით, მთავარი მომხსენებელი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მინდია ჯანელიძე და ასევე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი იქნებიან.

საბჭოს სხდომის ჩანიშვნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და საფრანგეთი სირიაში მოკავშირეები გახდნენ…
შემდეგი სტატიაპარიზის სპეცოპერაციას გამვლელის სიცოცხლე ემსხვერპლა