მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვასაპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ, სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარჟა, რომლითაც ივანიშვილს ხეები გადაჰქონდა, გატყდა და ზღვაში ჩაიძირა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ბანკზე თავდასხმა მოხდა