მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დავით ბაქრაძე არ ფლობს

მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე არ ფლობს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა ახალი პრიორიტეტების მიხედვით აქტიურად მუშაობს.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებთ ინფორმაციას არ ფლობს არც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ სამინისტრო ნორმალურად ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე კი საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურა განიხლება.

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო უწყებას ცვლილებების შემდეგ დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში“თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება” – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიაამ წუთებში თითქმის ერთდროულად ქვეყნის სახელმიწფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება