“მთავრობას უფლება არ აქვს გაყიდოს ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცი”- შამათავას წერილი ცერცვაძეს ციხიდან

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა უკრაინაში, რუსეთის მოთხოვნით ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის დაკავებას “მატროსოვის ციხიდან” ეხმაურება:
“მე და ვიცეპოლკოვნიკი ცერცვაძე,სხვა უამრავ ღირსეულ მებრძოლთან ერთად ,ვიბრძოდით ყველგან,სადაც სამშობლოს საზღვრებს გვედავებოდნენ.

მე რომ დღეს პატიმარი არ ვიყო, ვიქნებოდი უკრაინაში. იქ, სადაც ჩემი ქვეყნის დამპყრობელის წინააღმდეგ ჩემი ძმები იბრძვიან.

რუსეთის ჩვენ არაფერი გვმართებს. მათ კი,ყველაზე ძვირფასი-აფხაზეთი და სამაჩაბლო მართებთ.
სანამ ცოცხლები ვართ,უფლება არ გვაქვს დავისვენოთ,სიკვდილამდე ფიცის ერთგულები ვრჩებით და მანამდე გვერქმევა მეომრები,სანამ სახლში-მე გაგრაში და გია სოხუმში არ დავბრუნდებით.

ჩვენი სიცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ეს დიდიპატივია. დღეს ორივე პატიმარი ვართ, თუმცა ორივეს მთავარ მიზნად ისევ საქართველოს დანაწევრებული სხეულის გამთლიანება და ჩვენი დევნილების შინ მშვიდობით დაბრუნება რჩება.

საქართველოს მთავრობას უფლება არ აქვს გაყიდოს ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცის სიცოცხლე.

მჯერა ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს ..
ქართველებო,არ დაუთმოთ ქართველი ჯარისკაცი მტერს!

თქვენ ეს შეგიძლიათ!

მანამდე კი,ვიცეპოლკოვნიკო,მიიღე ჩემი სამხედრო სალამი …წინ დიდი გამარჯვებისთვის,ამასაც გავუძლებთ!

პოლკოვნიკი -რომა შამათავა

თბილისი.”მატროსოვის ციხე” 24.01.2017”.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს