მთავრობა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების წესის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს

სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილება, შესაძლოა 2018 წლამდე ვერ დაიწყოს. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პროგრამა ოთხი თვის განმავლობაში მზად იქნება პილოტირებისათვის. რაც შეეხება ყველა სასამართლო ინსტანციაში მისი ამოქმედების საკითხს, სარჯველაძის თქმით, ამისთვის აუცილებელია უფრო ხანგრძლივი ვადის აღება.

”პროგრამა ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება იმას, თუ როდის ამოქმედდება სრულად, ეს სავარაუდოდ იქნება 2017 წლის ბოლომდე – 31 დეკემბრამდე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვაზე დააბრუნა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

დღესვე საკანონმდებლო პაკეტი მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, რის შემდეგაც მსჯელობა რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდა.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ”მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე კარგ სიახლედ საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღება სახელდება.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე მთავარი გამოწვევა და მთავარი საფრთხე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაა”- გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მისვლის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება