„მთავრობა საქმიანობაში გაითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელიც დღეს პარლამენტში გამოითქმება“

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებაზე დასწრება.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქმიანობაში გაითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელიც დღეს გამოითქმება პარლამენტში.

„მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა დღეს აქ დასწრება. ჩვენ მოვისმენთ პრეზიდენტს, მოვისმენთ ასევე მოსაზრებებს, რომელიც პარლამენტის მხრიდან გამოითქმება და შესაბამისად გავითვალისწინებთ ამას, ჩვენს საქმიანობაში“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთი, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ კავკასია
შემდეგი სტატია„წელს სხვა გარემოებებია“- სერგეენკო პრეზიდენტის ანგარიშზე მინისტრების დასწრების მიზეზს ხსნის