მთავარმა პროკურორმა ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, მის აღმატებულებას გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და ეუთოს მისიის დელეგაციის წევრები.

მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი შოთაძეს ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში(Video) ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ კვირაში იგეგმება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს