მთავარია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები

მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
“მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე – თეატრებში მთავარ გამოწვევად რჩება ალტერნატიული დაფინანსების საკითხი
შემდეგი სტატია“ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის არის რუსეთის აგენტი” – თარხან მოურავი სენატის ანგარიშზე