„მთავარია მამა გიორგის მძიმე ბრალდების წინაშე, ერი და ბერი სიმართლის მხარეს დადგეს“ – მეუფე პეტრე

საპატრიარქოში ამ წუთებში სასულიერო პირების შეხვედრა იმართება. მღვდელმტავრები სავარაუდოდ პატრიარქთან ერტად ე.წ. ციანიდის საქმისა და მამა გიორგი მამალაძის შესახებ მსჯელობენ.

სასულიერო პირები ერთ საათზე მეტია რაც საპატრიარქოში შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყებამდე სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით მთავარი განსახილველი თემა ციანიდის საქმეა. სასულიერო პირები დღეს კათოლიკოს პატრიარქს სავარაუდოდ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა სწორედ უწმინდესის ინიციატივით მიმდინარეობს.

„მთავარია სიმართლემ გაიმარჯვოს, აუდიტი მეათეხარისხოვანია, მთავარია მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიროცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე-ლავროვი
შემდეგი სტატიაჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა – ზურაბ აბაშიძე