“მთავარია გქონდეს ფული…პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის…”

კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსის, მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი “ფეისბუქზე” პოსტს და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული:
“ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, “მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ მის გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა… ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს,რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – წერს კალანდარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე თვითმხილველების დაკითხეს
შემდეგი სტატიახმაური სარფის საბაჟოზე – მოვაჭრეები საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ