მთავარი პროკურორის მოადგილე ალეკო ელისაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე “სრულ სიცრუეს” უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არიან დაინტერესებულნი.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, თუმცა შეწყალების საკითხებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
“ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთხვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას. ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და შესაბამისიად მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე”, – განაცხადა გოგაძემ.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც 339-ე მუხლით მიმდინარეობს.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

banner
წინა სტატიაშისხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია2015 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა