მთავარი პროკურორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს. 19:00 საათზე მთავარ პროკურატურაში გაიმართება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის თემა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იქნება.
შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეებიც დაესწრებიან.
ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მოთხოვნა გუშინ თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს.

banner
წინა სტატიაშიალასანია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ვითარება არასტაბილურია, მთავრობა თუ არ შეკვეცავს ბიუჯეტს, შემოდგომაც მოვა