მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა ინტერპოლის ქართველ ოფიცერზე განხორციელდა

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ პირი რომელზეც, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, საქართველოს ინეტრპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი როსტომ ლორთქიფანიზეა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიჭრა.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს, ღამის საათებში, შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას ამ ეტაპზე, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

თავდაცვის მიზნით, როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით გასროლა მოახდინა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ექიმების ინფრომაციით, თავდასხმის დროს დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის მძიმეა.

პროკურატურამ როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა დახმარების თხოვნით, საია-ს მიმართა
შემდეგი სტატია„ეს არის სიბეცე და უცოდინრობა“ – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა