“მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია” – ნარმანია თბილისის საცობებთან დაკავშირებით

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქში საცობების პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ნარმანიას განცხადებით, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გაუსაძლისი დღის ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილება, არის ის, რომ თბილისში ზედმეტად ბევრი მანქანაა:

„მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებისთვის კამპანიას ვგეგმავთ, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ როგორც კი კონკურსები გამოცხადდება, შემოიტანონ განაცხადები. ვმუშაობთ ასევე შუქნიშნების სისტემის განვითარების პროექტზე და ა. შ. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ვიწრო ქუჩები ხშირ შემთხვევაში ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა
შემდეგი სტატიაავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს