„მთავარი გამოწვევა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა…მგონია, რომ ამას შევძლებთ”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან. ისინი სამომავლო გეგმებსა და მართველი გუნდის პრიორიტეტებზე საუბრობენ. დეპუტატები ამბობენ, რომ მათთვის დეპუტატის მანდატი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, რადგან ქართულ ოცნებას ნდობა მოსახლეობამ უკვე მეორედ გამოუცხადა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავარი გამოწვევა ხელისუფლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნაა

„მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ქვეყანას აქვს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პარლამენტისთვისაც მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ამ საკითხებზე ეფექტური მუშაობა, თუმცა მგონია, რომ ამას შევძლებთ,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორ საათში მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება. სხდომას 12 საათზე პრეზიდენტი გახნის. პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც პირველ სხდომას უნდა წარუძღვეს ქუთაისში იმყოფება. რევაზ არველაძის განმარტებით, სხდომას გახსნის, შემდეგ კი დეპუტატებს თამარ ჟვანია ცესკოს საბოლოო შედეგებს გააცნობს, რასაც მოჰყვება ხელმძღვანელ პოზიციებზე კანონმდებლების არჩევა.

banner
წინა სტატიაში“საფუძველს მოკლებული განცხადებები” – თბილისის მერის მადგილე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატია,,ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ”