“მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი” – თინა ხიდაშელი იზორიას დანიშვნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს თინა ხიდაშელის შემცვლელად ლევან იზორია დაასახელა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იზორიას დანიშვნას თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:

“მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერმინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად. ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებები თანამდებობაში გაცვალა, ამჟამინდელ ხელისუფლებაში დაწინაურდა”
შემდეგი სტატია“საიდუმლო ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია”