მთავარ პროკურორს პატრიარქი არ უხსენებია-პროკურატურა დამატებით განმარტებებს აკეთებს

დღეს გავრცელებულ პროკურატურის განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე ,რომ ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობაზე ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე არ იყო საუბარი განმარტებებს აკეთებს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

,,მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთვრა ჰკითხეს, რომ შეიძლება თუ არა ეს იყოს პატრიარქიო. რაზეც მან უპასუხა, რომ არა მე არსად მიხსენებია,რომ ის არის პატრიარქიო. „-ამბობს სუხიაშვილი.

რაც შეეხება რეზონანსთან ინტერვიუში ნათქვამ კიდევ ერთ ფრაზას, რომ განცხადებაში არც ,,მაღალი იერარქიის სასულიერო პირი“ იყო ნახსენები სუხიაშვილმა კომენტარი აღარ გააკეთა.

,,მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ეს არ არის პატრიარქი ილია მეორე“- აცხადებს ნათია სუხიაშვილი.

banner
წინა სტატიაში(Video) “სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს -პრემიერის პირველი კომენტარი და ახალი განცხადება
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს