მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შს სამინისტროს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო.
მიუხედავად ადგილზე ვერტმფრენის მობილიზებისა, ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება მეხანძრე-მაშველებს ქვეითად უწევთ, ვინაიდან რთული რელიეფის გამო ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ადგილზე კვლავ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე კვლავ შეჩერებულია მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი მატარებლის მუშაობა.

ჭონქაძის და მის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპარტულო პოლიცია. მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლის ლოკალიზებას მაშველები დაახლოებით ერთი საათია ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის გამო, ფუნიკულიორის სარკინიგზო გზა დროებით დაიკეტა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ოლქში შეჭრის ფაქტი სამტრედიაში