მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მშრალ შიმშილობას აგრძელებს

თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი პროტესტის ნიშნად, მშრალ შიმშილობას აგრძელებს და ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ იაშვილის აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ მიხეილ იაშვილს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეფარდოს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მხოლოდ გარდაცვლილის ცოლის ჩვენება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ “მკვლელი მოტოციკლზე, ჩაფხუტით ამოიცნო, რაც ცრუ ჩვრნებაა”.

ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს “ცრუ ოპერატიული ინფორმაცია”.

საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რითიც ბრალდებულის დანაშაული დასტურდება, თუმცა პროკურორს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ურეკში 12 საათის განმავლობაში 52 ადამიანი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი