მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 200-მდე ხე დაიწვა

მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 200-მდე ხე, ბუჩქები და ბალახია დამწვარი, – ამის შესახებ  თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გოგა წერეთელი აცხადებს.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, თბილისის მერიის თანამშრომლები, გარემოს დაცვის სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტის, ასევე თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.

”მეწყერის საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალ კვირაში ალბათ სპეციალისტების რეკომენდაციებს მივიღებთ, შევისწავლით და შესაბამისად გადავწყვეტთ, თუ რა შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. პირველადი დათვალიერებით 200-მდე ხე არის დამწვარი, ბალახი და ბუჩქები. ხეებს შორის რამდენიმე გამხმარიც იყო. გამწვანების კუთხით ღონისძიებებს მას შემდეგ დავგეგმავთ, რაც რეკომენდაციებს მივიღებთ. მომავალ კვირაში სპეციალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება”, – აღნიშნა წერეთელმა.
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგად 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდს უეფას სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი ექნება
შემდეგი სტატია,, ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარის ოდენობის ვალი გაისტუმრა, დარჩენილ 9 მილიონს ეტაპობრივად გავისტუმრებთ”