მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი, ჩვენ ვლოცულობთ მათ ჯანმრთელობაზე – პრეზიდენტი

საბაკალავრო კურსის და ოფიცერთა მომზადების კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ცერემონია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

90 იუნკერს დღესვე ოფიცრის პირველადი წოდება “ლეიტენანტი” მიენიჭა.

გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლაში ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე და დაჭრილ ქართველ სამხედროებზე ისაუბრა.

„გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა – მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის გაგების პირველივე წუთებიდან ჩვენ ვფიქრობთ მათ ჯანმრთელობაზე.
განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას სწრაფ ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხულოში ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან
შემდეგი სტატიასვანეთში მოთოვა