მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი გარდაიცვალა

Franceinfo-ს ცნობით, გარდაიცვალა პლანეტის უმდიდრესი ქალბატონი, ფრანგული კოსმეტიკური კომპანია L’Oreal-ის მფლობელი ლილიან ბატანკური.
გავრცელებული ინფორმაციით 21 სექტემბერს გარდაცვლილ ბატანკურს ზუსტად ერთ თვეში – 21 ოქტომბერს 95 წელი შეუსრულდებოდა.
ჟურნალ Challenges მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს ადამიანების რეიტინგში, ლილიან ბატანკური 35.8 მილიარდი ევროს ქონებით, მსოფლიოს უმდიდრეს ქალბატონად დასახელდა. L’Oreal -ის მემკვიდრეს მსოფლიო მილიარდერებს შორის მე-14 ადგილი ეკავა.

კომპანია L’Oreal-ი  მისმა მამამ ეჟენ შულერმა 1909 წელს დაარსა.

 

 

banner
წინა სტატიაშიათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
შემდეგი სტატიარუმინეთის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად უკრაინაში ვიზიტი გადადო