მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ქალაქი აფრიკის კონტინეტზეა, თბილისი -204-ე ადგილზე.

მკითხველთა დიდ ნაწილს შეიძლება გაუკვირდეს, რომ საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Mercer Human Resource Consulting-ს კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის აფრიკაში მდებარე ანგოლის დედაქალაქი ლუანდა ლიდერობს და ამ ტიტულს ის 2008 წლის შემდეგ მეორედ იღებს.
ქვეყნის დედაქალაქში , რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მომსახურება, საცხოვრებლი ფართი, ავტომობილებები, საკვები და ჩასაცმელი იმდენად ძვირია, რომ მას მსოფლიოს ვერც ერთი ქალაქი შეედრება. სიძვირის მიზეზი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოდან ჩასული ტურისტების სიმრავლე ან მიგრაცია არ გახლავთ… მიზეზი, უცხოური კომპანიები და მათი თანამშრომლებია, რომლებიც ამ ქვეყანაში ნავთობისა და ალმასის ქვების მოპოვებით არიან დაკავებულნი, სწორედ რომ უცხოელი ინვესტორები და მათ მიერ ჩაყვანილი უცხოელი სპეციალისტები, ღარიბი ქვეყნის დედაქალაქში, ნორმალური სერვისის, ფართებისა და საქონლის დეფიციტის პირობებში, ყველაფერს აძვირებენ . ანგოლას, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს და არც მშენებლობის სექტორი აქვს განვითარებული, ყველაფრის შორეული ქვეყნებიდან იმპორტირება უხდება, ამიტომ მის დედაქალაქში ფასები იმდენად დიდია, რომ ნორმალურ კვარტალში სამ ოთახიანი ბინის დაქირავებას იმდენივე თანხა სჭირდბა, რაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენას (5000-დან 6000 დოლარამდე თვეში), ხოლო ერთი ლიტრი რძის ფასი, ადგილობრივ მაღაზიებში – 3 დოლარს აღწევს.
ლუანდამ, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომლის ცენტრალური უბნები თავისებური არქიტექტურით და სილამაზით გამოირჩევა, ჩასულს სტუმარს შეიძლება განვითარებული ქალაქის შტაბეჭდილება დაუტოვოს, თუ ეს სტუმარი ქალაქის გარეუბნებს არ ეწვევა, სადაც უკიდურესი სიღატაკეა.
Mercer Human Resource Consulting-ის მონაცემებით, მსოფლიოს ძვირადღირებულ ქალაქების პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. ლუანდა (ანგოლა) 2. ჰოგ-კონგი (ჩინეთი) 3. ტოკიო (იაპონია) 4. ციურიხი (შვეიცარია) 5. სინგაპური 6. სეული (სამხრეთ კორეა) 7. ჟენევა (შვეიცარია) 8. შანხაი (ჩინეთი) 9. ნიუ იორკი (აშშ) 10. ბერნი (შვეიცარია)
რეიტინგის მიხედვით, მოსკოვი მე-14-ე ადგილს იკავებს, დუბაი მე-20-ე, ლონდონი 30-ე, სტამბული 142-ე, კიევი 163-ე.
კავკასიური ქალაქებიდან თბილისი 204-ე ადგილზეა, ბაქო182-ზე და ერევანი 195-ეზე.
,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიევროპაში ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
შემდეგი სტატია“ბრალდების მხარეს მცდელობა აქვს, რომ ირაკლი მამალაძეს მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან”- დეკანოზის ადვოკატი