“მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”

აშშ ბელგიელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბელგიაში განხორციელებული ტერაქტი დაგმო.

 

“ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს. საჭიროებისამებრ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; უნდა იყოს ერთად, ეროვნების, წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ მსოფლიოს გარშემო, ხალხი დაცული იყოს”, – განაცხადა ობამამ.
ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. 20 ადამიანი მეტროპოლიტენში, 14 კი აეროპორტში აფეთქებებს ემსხვერპლა.
დაშავებულთა რიცხვი 130-ს აღემატება.
ბელგიის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
banner
წინა სტატიაშიციხისძირში ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ბრიუსელში მომხდარ შემაძრწუნებელ ტერორისტულ თავდასხმებს