(ვიდეო)მსოფლიო სკანდალი

რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს

80 ქვეყანაში გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა სტატიათა სერიალი, სადაც მოთხრობილია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების კორუფციული საქმიანობის თუ ფინანსური სპეკულაციების შესახებ, მათ შორის მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.ამის შესახებ “რუსთავი2” ავრცელებს ინფორმაციას.

მასალა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 82 ქვეყნის 110-ზე მეტ მედიაპარტნიორს გაუზიარა. მათ შორის ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტს, რომლის ჟურნალისტებიც არიან დეივ ბლოსი და ნინო ბაქრაძე. მათ 2011-2015 წლებით დათარიღებული ათობით ელექტრონული ფოსტის წერილები და მასზე მიმაგრებული დოკუმენტები შეისწავლეს და კომპანიების სქემა შეადგინეს.

ბიძინა ივანიშვილის კავშირი ოფშორში რეგისტრირებულ ლინდენ მენეჯმენტთან, იმ წერილით დასტურდება, რომელიც შუამავალმა კომპანიამ მოსაკ ფონსეკამ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიების სააგენტოს 2011 წლის 15 დეკემბერს გაუგზავნა.

https://youtu.be/vW85GvRpekI

banner
წინა სტატიაში(Video)აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადა, სომხეთს კი ამის არ სჯერა
შემდეგი სტატიაPANAMA PAPERS: კომპანია, რომელიც ივანიშვილს დეკლარაციიდან გამორჩა