მსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდის ჩატარებას გმობს

ობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემს

14281334_1106789002691111_1069028990_nმსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდის ჩატარებას გმობს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამისი განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ გააკეთეს.
ბარაქ ობამას თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო „სერიოზულ შედეგებთან“ ექნება საქმე.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ჩატარებული ცდა „საგანგაშო და სამწუხარო ამბავია“.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, უკვე მეხუთე ატომური ბომბის გამოცდის შესახებ. დღესვე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ მათი შეფასებით, “კორეამ, თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”.
წუხელ აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა რაიონში 5,3 მაგნიტუდის სეისმოლოგიური აქტიურობა დააფიქსირა. სამხრეთ კორეელი სამხედროების განცხადებით, ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონა იყო.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბომბი ბალისტიკურ რაკეტაზე ქობინად შეიძლება დამონტაჟდეს.მეზობელმა იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მზადყოფნაში მოიყვანეს თავდაცვითი საშუალებები და ჩინეთთან ერთად ატმოსფეროში რადიაციის დონის შემოწმება დაიწყეს.ბირთვულ გამოცდასთან დაკავშირებით დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.ჩრდილოეთ კორეაში დღეს ქვეყნის დაარსების 68 წლისთავს აღნიშნავენ და რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდაც ამ თარიღს დაამთხვიეს.

6 სექტემბერს ფხენიანმა გაავრცელა, რომ კინ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების წვრთნებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო სია დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი გახდება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “პაატა ბურჭულაძის პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო სია კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით დააკომპლექტა”