მსოფლიო ლიდერი კომპანია BASF საქართველოში – რეგიონული ოფისის გახსნას პრემიერი დაესწრო

საქართველოში, ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანია BASF შემოდის. თბილისში, რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას პრემიერმინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა BASF-ის მენეჯმენტს, მადლობა გადაუხადა, რომ რეგიონული ოფისისთვის საქართველო შეარჩიეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტური რეფორმები.

„სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში – ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში. ეს ფაქტი ასევე უსვამს ხაზს ჩვენი ღია და ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიღწევებს, რომელიც იზიდავს ინვესტორთა მზარდ რაოდენობას და სთავაზობს მათ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საია” ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააუქმოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შემდეგი სტატიათბილისის მერის ვარაუდით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება