პრემიერმინისტრი თბილისის საკრებულოში ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მისი განცხადებით, სამი წლის განმავლობაში გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება მოხერხდა. მისივე განმარტებით, გაიზარდა საბიუჯეტო სისტემის გამჭვირვალობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნის მიზნით.
“მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის მიხედვით ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით, მათ შორის მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევა, რომლის უკან, მისი თქმით ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას.
“უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში ჩვენიო გონივრული, პრაგმატული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით ჩვენი ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პოლიტიკური, ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.