წლის პირველსავე ვაჭრობაზე, რომელიც გუშინ ლონდონის საკონტინენტთაშორისო ბირჟაზე გაიმართა, ,,Brent,,ის მარკის საწვავმა (რომელზეც მიბმულია რუსული ნავთობის ფასიც) ისევ დაიკლო.ამჯერად 0,53 დოლარით და 1 ბარელზე ფასმა 56,8 დოლარი შეადგინა.
ექსპერტები, ნავთობის კლების გაგრძელების მიზეზად, ერაყში და რუსეთში ნავთობის მოპოვების გაზრდას, აგრეთვე ევროზონასა და ჩინეთში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ, ხარისხის გაუარესებას ასახელებენ.
,,ფქაინეშენელ თაიმსის,, მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით კი, წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასი 1 ბარელზე – 50 დოლარამდე შეიძლება დაეცეს.