მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში,მეორე საჯარო სკოლასთან. გარდაცვლილია ორი მოქალაქე. მერსედისის მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის დროს მანქანაში  ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, 2 მათგანი გარდაიცვალა , ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია.როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

14741137_1587472774612292_978199551_n 14741697_1587472767945626_1467271472_n

banner
წინა სტატიაშიისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე ხელი არ მოუწერია
შემდეგი სტატიაბელგიაში ალეპოს სკანდალის გამო რუსეთის ელჩი დაიბარეს