მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ სახელისა და გვარის მითითებით „ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფი გადაეწერათ. პროექტის პირველ ეტაპზე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ილუსტრაციები შეირჩა, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში განთავსდება.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა დავით მაჭავარიანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციურ დაწესებულებების მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს. აღნიშნული პროექტი ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა“,- განაცხადა დავით მაჭავარიანმა.

,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი მომავალ წელს სრულდება.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა
შემდეგი სტატიაIRI: 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა