მშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლებამ მიატოვა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში, რომელსაც დღეს პარლამენტს წარუდგენს, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლებისგან მიტოვებული იყვნენ:

„ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რამდენად ეფექტური იყო სამართალდამცავი ორგანოები რამდენიმე საათის განმავლობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყურებდით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მიტოვებული ხელისუფლებისგან და ეს ვფიქრობ, არის სერიოზული პრობლემა. არ იყო ადეკვატურად, დროულად რეაგირება იმ ძალადობაზე და ვანდალიზმზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალაქში.“ – განაცხადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პრინციპულად მიუღებელია ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და თავისთვის წაიღოს” – პრეზიდენტი საკონსტოტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ არ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა დაუყოვნებლივ”- ნანუაშვილი