მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

კასპში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, სადაც ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობდა , მიწა ჩაიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს, მეორე კი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
აღნიშნულ მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს. რაც შეეხება გარდაცვლილს, იგი, სავარაუდოდ, კასპის მცხოვრები არ არის და აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ჰყავდა დაქირავებული.
გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდაა. რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ მომხდარის თაობაზე ჩატარდება გამოძიება და შესაბამისად გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი. თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგებელი არც იმას გამორიცხავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხანგრძლივი წვიმების შედეგად, შესაძლოა, მიწა იყო ნალექით, ტენით გაჯერებული, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია. უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა