მსგავსი ქმედებები მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

“საქართველოს განვითარების ფონდი გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, რამაც სერიული ხასიათი მიიღო- მსგავსი ქმედებები მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ქვეყანაში იწვევს ქაოსს, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.ხელისუფლება ვერ ახერხებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვერ ან არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ქვეყნისა და საზოგადოების დასაცავად.კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან – დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საზოგადოებაში უმწეობისა და დაუცველობის განცდა.” -განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიელმა პრემიერმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი წაართვა
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს