მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – შს მინისტრი “იბერიაში” მომხდარ ინციდენტზე

ტვ “იბერიაში” მომხდარ ინციდენტს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.
„პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. სავარაუდოდ, ჯერჯერობით ეს არის 126-ე მუხლი, შესაბამისად შეიძლება გადაკვალიფიცირება მოხდეს, თუმცა ეს დღეს ფაქტია, გამოკითხვები დაწყებულია და რა თქმა უნდა, დადგება ის შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინციდენტი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გუშინ მოხდა. “ენმ”-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.

banner
წინა სტატიაში ,,მას არაფრის არ ეშინია,, უკრაინელი პოლიტოლოგი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიადემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე – კობახიძე