“მრეწველების” რეგისტრაციიდან მოხსნა – ტყემალაძე ხელისუფლების ინტერესებზე ალაპარაკდა

საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადწყვეტილებას, მათი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების კანონიერი საფუძველი მას არ ჰქონდა. ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტები თავის დროზე, საბუთიც მოგვცეს რომ დოკუმენტები ჩაბარებულია. ჩავაბარეთ სია თანმდევი კანონებით. თუ სია არ იყო, მაშინ რა ჩავაბარეთ? რატომ მოგვცეს საბუთი?”- აღნიშნავს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

მისი თქმით, თამარ ჟვანის პირისპირ ესაუბრა, რა დროსაც ცესკოს თავმჯდომარემ უთხრა, რომ პარტიის რეგისრაციიდან მოხსნის საკითხით NDI- დან და IRI- ის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ.

“მითხრა, რომ დაურეკეს NDI- დან და IRI-დან. რა უფლებით? როგორც ჩანს ბევრის ინტერესებშია ჩვენი მაჟორიტარები მოიხსნან რეგისტრაციიდან – ჰგონიათ, რომ ამით გაეხსნათ გზა. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების ინტერესებში, ჩვენ 10 რაიონში მაინც ისეთი კანდიდატები გვყავს, დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში”- აღნიშნა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში“უბლოკო სტატუსი “ბლეფია”, უსაფრთხოების მხრივ, NATO-ს საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს”
შემდეგი სტატია„თავისუფალ დემოკრატებზეც“ და „რესპუბლიკელებზეც“ ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მომიწია, რადგან ახლობელს უფრო მეტი უნდა ვუთხრა პირში”