„მრეწველები“ „ოცნების“ სიაში აღარ იქნებიან?

„მრეწველები“ „ოცნების“ სიაში აღარ იქნებიან?   ყოფილი პრემიერი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებაში“ გარკვეული ცვლილებებია გასატარებელი. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, პრინციპში, ღიად თქვა, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც 2012 წელს დეპუტატი კოალიციის სახელით გახდა, 2016 წლის საარჩევნო სიაში აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხალხი ამ მესიჯს არ იმჩნევს და ყველა თითქმის ერთ ხმაში ამბობს, რომ სადაც ქვეყანას დასჭირდება იქ იქნება, „თაიმერს“ უთხრეს, რომ ივანიშვილის ამ მინიშნებამ ბევრს მშვიდი ძილი დაუფრთხო. ვინ დარჩება „ოცნების“ საარჩევნო სიის მიღმა? - ამ კითხვით „ტაიმერმა“ სახელისუფლებო გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს მიმართა. ზოგმა თემის ირგვლივ საუბარს თავი აარიდა, ზოგმა კი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ 2016 წლის „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოქმედი და ე.წ. ცნობადი სახეებიდან, უბრალოდ, ბევრს კი, არა,  ძალიან ბევრს ვეღარ ვიხილავთ. „მაგალითად, შემიძლია, გითხრათ, რომ სიაში, ალბათ, ვეღარ მოხვდება ნანა ყეენიშვილი. ასევე, არ მგონია, რომ „ფორუმის“ ხალხი შეიყვანონ სიაში,“ - უთხრა „თაიმერს“ „ოცნების“ კულუარებში გარკვეულმა პერსონამ, რომლის განცხადებითაც, საპარლამენტო სიაში ადგილი გარანტირებული აქვთ გია ვოლსკის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძესა და კიდევ რამდენიმეს. „თაიმერის“ კითხვაზე, „გარანტირებულთა“ შორის იქნება თუ არა ივანიშვილი თანაკურსელი თამაზ მეჭიაური, ჩვენი მოსაუბრე ეჭვობს, რომ ყოფილი პრემიერი შეეცდება, არჩევნების წინ გარკვეული უხერხულობები თავიდან აიცილოს და ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უმეტეს ნაწილში დიდი სიმპათიით არ სარგებლობენ, თვალს მოარიდოს. „თაიმერი“ იმითაც დაინტერესდა, კოალიციის ყველაზე ოდიოზური ფრთა - „მრეწველები“ საარჩევნო სიაში რა პოზიციაზე იქნებიან. კულუარებში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ივანიშვილის „კეთლ ნებაზეა“ დამოკიდებული, თუმცა იქვე, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვინაიდან დღევანდელ მმართველ გუნდს დასავლეთის კეთილგანწყობის თუნდაც ვერბალურ დონეზე შენარჩუნება სურს, ამიტომ, „მრეწველები“, შეიძლება, „გრძელვადიან შვებულებაში“ გავიდნენ. რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის გარშემოც მუდამ მიდის ლაპარაკი, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება კოალიცია დატოვოს, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს არ მოხდება. „მერე რა, რომ საგარეჯოს შუალედდური არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო? „რესპებმა“ გადასარევად იციან, რომ კოლაიციის გარეშე პარლამენტში ვერ შევლენ. ამიტომ, ყველა შეურაცხყოფას აიტანენ, რასაც „ოცნების“ „სასტავი“ აყენებს, თან აქ მთავარი ის არის, რომ „რესპუბლიკელების“ მფარველი თავად ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ ამ პარტიის იდეოლოგია მასთან ახლოს დგას. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, სად ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული წარუსლით და სად - „რესპუბლიკური პარტია“ თავისი პროდასავლური იდეოლოგიითო, მაგრამ სკეპტიკოსებს გავახსენებ, რომ ივანიშვილს თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამერიკულ ბანკებსი აქვს. ზოგადად, იმ დონის მილიარდერები, როგორიც ჩვენი ყოფილი პრემიერია, როგორც წესი, იქიდან გამომდინარე მოქმედებენ, თუ რა არის მათთვის უკეთესი. შესაბამისად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ „რესპებს“ „მრეწველები“ ურჩევია და ამით თავის აქტივებს რაღაც საფრთხეს შეუქმნის“, - აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „რესპუბლიკური პარტიისა“ და ივანიშვილის გზები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე გაიყოს. „ვერ ვიტყვი, რომ მაშინ „რესპუბლიკელები“, ალასანიას მსგავსად, ოპოზიცაში წავლენ, მაგრამ არ გამოვრცხავ, რომ თუნდაც პოლიტიკური ველის მრავალფეროვნებისთვის „ოცნება„ დატოვონ. ზოგადად, მგონი, უკვე ყველა ხვდება, რომ ახალი პარლამენტი კოალიციური იქნება და მთავრობაც ერთნიშვნელოვნად „ოცნების“ „სასტავით“ არ დაკომპლექტდება. ამის მოსმენა ბევრს, ალბათ, არ ესმიამოვნება, მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატი დამთავრდეს და ქვეყნის მართვის სადავეები განსხვავებული ღირებულებების ადამიანებმა აიღონ. დამერწმუნეთ, თუ გვინდა, რომ ოდესმე დემოკრატიული სახელმწიფო გავხდეთ, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. სხვა შემთხვევაში, კიდევ 20 წელი იგივე წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენი საშველი არ იქნება,“ - ამბობს „თამერთან“ საუბრს დროს ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.ყოფილი პრემიერი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებაში“ გარკვეული ცვლილებებია გასატარებელი. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, პრინციპში, ღიად თქვა, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც 2012 წელს დეპუტატი კოალიციის სახელით გახდა, 2016 წლის საარჩევნო სიაში აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხალხი ამ მესიჯს არ იმჩნევს და ყველა თითქმის ერთ ხმაში ამბობს, რომ სადაც ქვეყანას დასჭირდება იქ იქნება, „თაიმერს“ უთხრეს, რომ ივანიშვილის ამ მინიშნებამ ბევრს მშვიდი ძილი დაუფრთხო.
ვინ დარჩება „ოცნების“ საარჩევნო სიის მიღმა? – ამ კითხვით „თაიმერმა“ სახელისუფლებო გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს მიმართა. ზოგმა თემის ირგვლივ საუბარს თავი აარიდა, ზოგმა კი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ 2016 წლის „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოქმედი და ე.წ. ცნობადი სახეებიდან, უბრალოდ, ბევრს კი, არა, ძალიან ბევრს ვეღარ ვიხილავთ.
„მაგალითად, შემიძლია, გითხრათ, რომ სიაში, ალბათ, ვეღარ მოხვდება ნანა ყეენიშვილი. ასევე, არ მგონია, რომ „ფორუმის“ ხალხი შეიყვანონ სიაში,“ – უთხრა „თაიმერს“ „ოცნების“ კულუარებში გარკვეულმა პერსონამ, რომლის განცხადებითაც, საპარლამენტო სიაში ადგილი გარანტირებული აქვთ გია ვოლსკის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძესა და კიდევ რამდენიმეს. „თაიმერის“ კითხვაზე, „გარანტირებულთა“ შორის იქნება თუ არა ივანიშვილი თანაკურსელი თამაზ მეჭიაური, ჩვენი მოსაუბრე ეჭვობს, რომ ყოფილი პრემიერი შეეცდება, არჩევნების წინ გარკვეული უხერხულობები თავიდან აიცილოს და ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უმეტეს ნაწილში დიდი სიმპათიით არ სარგებლობენ, თვალს მოარიდოს.
„თაიმერი“ იმითაც დაინტერესდა, კოალიციის ყველაზე ოდიოზური ფრთა – „მრეწველები“ საარჩევნო სიაში რა პოზიციაზე იქნებიან. კულუარებში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ივანიშვილის „კეთლ ნებაზეა“ დამოკიდებული, თუმცა იქვე, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვინაიდან დღევანდელ მმართველ გუნდს დასავლეთის კეთილგანწყობის თუნდაც ვერბალურ დონეზე შენარჩუნება სურს, ამიტომ, „მრეწველები“, შეიძლება, „გრძელვადიან შვებულებაში“ გავიდნენ.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის გარშემოც მუდამ მიდის ლაპარაკი, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება კოალიცია დატოვოს, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს არ მოხდება.
„მერე რა, რომ საგარეჯოს შუალედდური არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო? „რესპებმა“ გადასარევად იციან, რომ კოლაიციის გარეშე პარლამენტში ვერ შევლენ. ამიტომ, ყველა შეურაცხყოფას აიტანენ, რასაც „ოცნების“ „სასტავი“ აყენებს, თან აქ მთავარი ის არის, რომ „რესპუბლიკელების“ მფარველი თავად ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ ამ პარტიის იდეოლოგია მასთან ახლოს დგას. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, სად ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული წარუსლით და სად – „რესპუბლიკური პარტია“ თავისი პროდასავლური იდეოლოგიითო, მაგრამ სკეპტიკოსებს გავახსენებ, რომ ივანიშვილს თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამერიკულ ბანკებსი აქვს. ზოგადად, იმ დონის მილიარდერები, როგორიც ჩვენი ყოფილი პრემიერია, როგორც წესი, იქიდან გამომდინარე მოქმედებენ, თუ რა არის მათთვის უკეთესი. შესაბამისად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ „რესპებს“ „მრეწველები“ ურჩევია და ამით თავის აქტივებს რაღაც საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „რესპუბლიკური პარტიისა“ და ივანიშვილის გზები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე გაიყოს.
„ვერ ვიტყვი, რომ მაშინ „რესპუბლიკელები“, ალასანიას მსგავსად, ოპოზიცაში წავლენ, მაგრამ არ გამოვრცხავ, რომ თუნდაც პოლიტიკური ველის მრავალფეროვნებისთვის „ოცნება„ დატოვონ. ზოგადად, მგონი, უკვე ყველა ხვდება, რომ ახალი პარლამენტი კოალიციური იქნება და მთავრობაც ერთნიშვნელოვნად „ოცნების“ „სასტავით“ არ დაკომპლექტდება. ამის მოსმენა ბევრს, ალბათ, არ ესმიამოვნება, მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატი დამთავრდეს და ქვეყნის მართვის სადავეები განსხვავებული ღირებულებების ადამიანებმა აიღონ. დამერწმუნეთ, თუ გვინდა, რომ ოდესმე დემოკრატიული სახელმწიფო გავხდეთ, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. სხვა შემთხვევაში, კიდევ 20 წელი იგივე წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენი საშველი არ იქნება,“ – ამბობს „თამერთან“ საუბრს დროს ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” – ახალ პოლიტიკური ცენტრი
შემდეგი სტატიადისკრიმინაციის შემთხვევებზე სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ერთ წლამდე იზრდება